გორის ვიცე-მერმა თანამდებობა დატოვა



გორის ვიცე-მერმა თანამდებობა დატოვა

გორის მერის პირველმა მოადგილ თანამდებობ დატოვა. ინფორმაციას ადასტურებენ უწყების პრესსამსახურში, სადაც გვეუბნევიან, რომ  ნიკოლოზ ღვინიაშვილმა გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო.  ნიკოლოზ ღვინიაშვილი მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ 2021 წლის 6 ივლის დაინიშნა. წლების განმავლობაშ იყო სატენდერო კომისიას თავმჯდომარე.  გორის მუნიციპალიტეტის პირველი მოადგილის თანამდებობა ახლა ვაკანტურია. ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ დაინიშნება ვლადიმერ ხინჩეგაშვილის პირველ მოადგილედ.  შეგახსენებთ, რომ ღვინიაშვილი "ტვ მონიტორინგმა" სავარაუდო, საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ჯერ კიდევ 2022 წელს ამხილა. მაშინ ჩვენ ვიუწყებოდით, რომ ის სამსახურის კუთვნილ ავტომობილსა და საწვავს პირადი ინტერესებით იყენებდა და აჭარაში შვებულებაც მოიწყო

ასევე შეგიძლიათ იხილოთ