ავტოსაგზაო შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტში - გარდაცვლილია ერთი ადამიანი
ავტოსაგზაო შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტში. ,,ტვ მონიტორინგის“ ინფორმაციით, ერთაწმინდის გზაზე სწრაფად მიმავალი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი კასპის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მხულით მიმდინარეობს