მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება



მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება

ავტომობილის მართვის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება სავალდებულო2022 წლის მარტიდან გახდება - ამას ითვალისწინებს "საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში" შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები შეეხება მართვის მოწმობის აღების გამოცდებს. დახურულ მოედანზე გამოცდის ჩაბარების გარდა, მართვის მოწმობის აღების მსურველს გამოცდის ჩაბარება რეალურ, ქალაქის პირობებშიც მოუწევს. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ეს ცვლილება უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მისცემს ქართული მართვის მოწმობების ევროპულ მართვის მოწმობებში გადაცვლის საშუალებას.

ამბობს, რომ B და BE კატეგორიის მართვის მოწმობის აღების მსურველებს რეალურ პირობებში პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება 2022 წლის 14 მარტიდან მოუწევთ, დანარჩენი კატეგორიებისთვის კი ცვლილება ძალაში 2022 წლის 3 ოქტომბრიდან შევა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ