გორელი მძღოლების საყურადღებოდ - ქალაქში ახალი ვიდეოკამერები ჩაირთო
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტში ახალი ვიდეოკამერები ჩაირთო - ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, კამერები აფიქსირებენ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებს.
ვიდეოკამერები ჩაირთო შემდეგ ლოკაციებზე:
გორი, შუქნიშნებთან
გორის, ცხინვალის გზატკეცილი #4
ცხინვალის გზატკეცილი ს/გზის მე-3 კმ (ავტობანის კვანძის მიმდებარედ)
ცხინვალის გზატკეცილი ს/გზის მე-6 კმ (კარალეთის მიმდებარედ)
ცხინვალის გზატკეცილი ს/გზის მე-9 კმ (კარალეთის მიმდებარედ)
ცხინვალის გზატკეცილი ს/გზის მე-13 კმ (ძევერის მიმდებარედ)
ცხინვალის გზატკეცილი ს/გზის მე-17 კმ (ტყვიავის მიმდებარედ)
ბერბუკის მიმდებარედ
ხელთუბნის მიმდებრედ
ხიდისთავის გასასვლელის მიმდებარედ
უფლისციხის მიმდებარედ
ქალაქის შესასვლელში და გასასვლელში დამონტაჟებული ვიდეოკამერები სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლასაც აკონტროლებს.
დაჯარიმებული მძღოლები ჯარიმის შესახებ ინფორმაციას შსს-ს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ.
მძღოლების ინფორმირების მიზნით, აღნიშნული ტექნიკური მოწყობილობების განთავსების ადგილზე წინასწარ დამონტაჟდა საგზაო გამაფრთხილებელი აბრებიც.