გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვლადიმერ ( ლადო ) ხინჩეგაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრების აგრძელებს



გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვლადიმერ ( ლადო ) ხინჩეგაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრების აგრძელებს

„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვლადიმერ ( ლადო ) ხინჩეგაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრების აგრძელებს.

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი გორის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ( ქვახვრელი, უფლისციხე ) და კარალეთის კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და პირადად გაეცნო ადგილზე არსებულ პრობლემებს. შეხვედრაზე მხარეებმა , კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულებისთვის გამოყოფილი  ,ადგილობრივი სამოქალაქო ბიუჯეტის მართებულად განკარგვაზე და პრიორიტეტების დასახვაზე ისაუბრეს. მერობის კანდიდატმა , მოსახლეობას მუნიციპალურ პროცესებში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა.

მოსახლეობასთან შეხვედრებს „ ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოდან „ ქვახვრელის, ბოშურის, ატენისა და ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ბორის გოგიჩაიშვილი და კარალეთისა და კარალეთის კომპაქტურ დასახლებაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი -მამუკა ბაზანდარაშვილი დაესწრნენ.

„ დღეს,  გორის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ( უფლისციხე , ქვახვრელი) და კარალეთის კომპაქტურ დასახლებაში ვიმყოფებოდი.

თითოეული შეხვედრა კიდევ უფრო მიმყარებს მოსაზრებას , რომ თვითმმართველი ერთეულის განვითარებისა პროცესში აუცილებელია მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა და ხელისუფლების მხრიდან მუდმივი კომუნიკაცია.  არის რიგი პრობლემები , რომელთა მოგვარების ბერკეტი ადგილობრივ ხელისუფლებას არ გააჩნია , თუმცა თვითმმართველობა ვალდებულია მედიატორობა გასწიოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან.  ერთიანი მუშაობითა და თანამშრომლობით კი შევძლებთ ყველა პრობლების დროულად მოგვარებას.

მინდა გამოვყო იძულებით გადაადგილებული პირები , რომლებთანაც დღეს ხანგრძლივი საუბარი მქონდა . ძნელია, როდესაც  საკუთარ ქვეყანაში , საკუთარი ნების წინააღმდეგ გიწევს საცხოვრებელი პირობებისა და გარემოს შეცვლა, სწორედ ამიტომ  იძულებით გადაადგილებული პირები განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებს .  კარალეთის კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრებმა მოსახლეობამ ჩემთან საუბარში აღნიშნეს , „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რის შედეგადაც მათი სოციალურ -ეკომონიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. „ -განაცხადა ვლადიმერ (ლადო ხინჩეგაშვილმა)

ასევე შეგიძლიათ იხილოთ