,,ტვ მონიტორინგის“ ოპერატორი კონკურსის გამარჯვებულია



,,ტვ მონიტორინგის“ ოპერატორი კონკურსის გამარჯვებულია

,,ტვ მონიტორინგისოპერატორი კონკურსის გამარჯვებულია. თორნიკე გელიტაშვილის მიერ გადაღებულმა ფოტომ მესამე ადგილი დაიკავა. გელიტაშვილმა ფოტო და ვიდეო კონკურსში საკუთარი ხელით გადაღებული გორის სურათი წარადგინა, რომელმაც მოწონება დაიმსახურა.  კონკურსსი პირველი ადგილი ჯაბა გრძელიშვილის ნამუშევარმა მოიპოვა, ხოლო მეორე პოზიცია ზეზვა ბუთურიშვილის ფოტო გავიდა. პროექტის ფარგლებში გამოვლინდნენ საუკეთესო ვიდეოს ავტორებიც. პირველ ადგილზე ბექა ანიაშვილი გავიდა, მეორეზე დავით ფიცხელაური, ხოლო მესამე ადგილი ლევან ახალკაცს მიაკუთვნეს.  პირველ ადგილზე გასულებს ფულადი პრიზი, ხოლო მეორე და მესამე პოზიციებზე მყოფ კონკურსანტებს საჩუწრებს გადასცემენ. სასტუმრო ,,გორი ინნ“- მა ფოტო და ვიდეო კონკურსი 5 ოქტომბერს გამოაცხადა და მასში მონაწილეობის მიღების საშუალება ყველა მსურვეს შეეძლო. ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადა კი 20 ოქტომბერი იყო.  პროექტის მიზან გორის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და ფოტო/ვიდეოგრაფების მხარდაჭერა/წახალისება წარმოადგენდა.

იხ: საკონკურსო ნამუშევარი

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ