საპროტესტო აქცია დიცში - ადგილობრივები გზის სრულ რეაბილიტაციას ითხოვენ



საპროტესტო აქცია დიცში - ადგილობრივები გზის სრულ რეაბილიტაციას ითხოვენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები გზის სრულ რეაბილიტაციას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა სოფლის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეაჩერეს და ტექნიკას სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ, რადგან მათი თქმით, გზაზე მხოლოდ ორმოულების ამოვსება მიმდინარეობს. მოსახლეობას შეხვდა გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ტარიელ მაისურაძე, რომელმაც განუმარტა აქციის მონაწილეებს, რომ გზის სრული რეაბილიტაცია მომავალ წელს იგეგმება, წელს კი, ორმოულების ამოვსებასა და გზის შეკეთებას საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ