ტრაგედია შიდა ქართლში - ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 25 წლის ბიჭი გარდაიცვალა
სურამში 25 წლის ახალგაზრდას გლოვობენ. ,,ტვ მონიტორინგის" ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც ერთ-ერთი კოტეჯის სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა. ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მიმდინარეობს გამოძიება.
ფოტო: ივერია ტვ