ზურა ჯაფარიძეს გორთან თავს დაესხნენ
გორის სმარტთან გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ინფორმაციას პარტიის წევრი ანა ყურაშვილი ავრცელებს.
“ბანაკში მივდიოდით, გავჩერდით გორის სმარტთან, გოგოები შევედით მაღაზიაში და ამ დროს, მანქანაში მარტო მყოფ ჯაფარას თავს დაესხა ვიღაც გიჟი. ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად. ზურას დაზიანება აქვს თვალის არეში. საშიშია ამ ქვეყანაში ცხოვრება.” - წერს ანა ყურაშვილი.
ყურაშვილის თქმით უცნობმა პირმა ჯაფარიძე პატრიარქის შეურაცხყოფაში დადანაშაულა და რის შემდეგაც მასზე იძალადა.
მომხდარის შესახებ კომენტარი გაავრცელა თავად ჯაფარიძემ. მისი თქმით, მათი დაშინება სურთ რაც არ გამოუვათ.
,,კარგად ვარ. არაფერი სანერვიულო. ამათი შეშინებულის დედას შევე&ი.“ - წერს ზურაბ ჯაფარიძე.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.