გორში, მაშველებმა მდინარე მტკვართან ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს
გორში, მაშველებმა მდინარე მტკვართან ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ჩვენი ინფორმაციით, ცხედარი 22 წლის ბიჭის არის, რომელიც 28 ივნისს სოფელ თედოწმინდასთან მეგობრებთან ერთად ლიახვში ბანაობის დროს წყლის დინებამ გაიტაცა. სამაშველო ოპერაცია ორი დღე გრძელდებოდა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი მაშველები, ისე თბილისიდან ჩასული მყვინთავები.