,,შუა გზაზე დამტოვა ჩვილ ბავშვთან ერთად“ - მოქალაქე ქარელიდან
ქარელში, კერძო კომპანიაში რეგისტრირებულმა ტაქსის მძღოლმა მგზავრი შუა გზაზე დატოვა და სხვა მოქალაქის შეკვეთა აიღო. ახალგაზრდა ქალი წერს, რომ მძღოლს მაღაზიასთან დალოდება სთხოვა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი უკან დაბრუნებულმა დაქირავებული მანქანა ვეღარ იპოვა. იგი ამბობს, რომ აღნიშნულის გამო პრობლემა შეექმნა, რადგან ჩვილ ბავშვთან ერთად იმყოფებოდა და სხვა ტაქსისთვის სიცხეში ლოდინი მოუხდა.
,,Ekonom taxi ამ კომპანიას საერთოდ პატრონი ჰყავს ? წლებია კომპანიის ტაქსებით ვსარგებლობ მაგრამ მგზავრი შუა გზაზე დატოვო ჩვილ ბავშვთან ერთად სიცხეში არსად არც გამიგია არც მსმენია თან თავი იმართლო სრულიად არარეალური არგუმენტებით გრცხვენოდეთ...“ - წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.
როგორც, ახალგაზრდა ქალი ამბობს, მომხდარის გამო ,,Ekonom taxi“-ის ოფისში დარეკა და ვითარებაში გარკვევა მოითხოვა. მას ოპერატორმა განუმარტა რომ, მძღოლმა გასაჩერებელი ადგილი ვერ ნახა და ამის გამო სხვა შეკვეთა მიიღო. აღნიშნულით მგზავრი უკმაყოფილოა და ფიქრობს რომ ეს კომპანიის მხრიდან მგზავრის უფლებების დარღვევაა.