ავარია გორში - დაშავებულია ერთი პირი
გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა. ტაქსი ქვეითად მოსარულეს გურამიშვილის ქუჩაზე დაეჯახა. მოხუცი ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. თვითმხილველები tvmonitoringi.ge-ის უყვბიან, რომ ქალს მაქანა მაშინ დაეჯახა, როცა ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა. ადგილობრივები ჩივიან იმის გამო, რომ მიმდებარე ქუჩაზე ზებრა გადასასვლელები სრულად წაშლილია და როგორც ქვეითებისთვის ასევე მძღოლებითვის შეუმჩნეველია.
,,ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა და მაშინ დაეჯახა მანქანა. მსუბუქად იყო დაშავებული. სასწრაფომ წაიყვანა, ვიცნობ მაგ ქალს. უსაფრთხოდ ქუჩაში ვერ გასულხარ მოსაწესრიგებელია ყველაფერი“ - ამბობს თვითმხილველი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ინფორმაციისთვის, გორში გამქრალ ზებრა გადასასვლელებზე ტვ. მონიტორინგმა სიუჟეტი რამდენიმე დღის წინ მოამზადა. სიუჟეტში მძღოლები და ქვეითად მოსიარულეები მოუწესრიგებელ საგზაო ნიშნებზე საუბრობენ და უსაფრთხოების მიზნით, პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. ნახეთ სიუჟეტი