❗️ტრაგედია კასპის მუნიციპალიტეტში - მდინარემ გაიტაცა მანქანა, სადაც სამი ადამიანი იჯდა
ტრაგედია კასპის მუნიციპალიტეტში. სოფელ კავთისხევში მდინარე კავთურამ გაიტაცა მანქანა, სადაც სამი მამაკაცი იჯდა. ,,ტვ მონიტორინგის" ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი მეხანძრე-მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს, რაც შეეხება დანარჩენებს, სამიდან ერთმა მდინარიდან გამოსვლა შეძლო, ხოლო კიდევ ერთს შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე ეძებენ.
,,კავთურაა ადიდებული. ეს ბიჭები მანქანით ყოფილან და მდინარეში შესულან. როგორც გავიგე ძლიერმა დინებამ მანქანა გაიტაცა და ისე დაჭეჭყა, რომ გადმოსვლის შანსი თითქმის არ ჰქონდათ. დიდი ტრაგედიაა ჩვენი სოფლისთვის." - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი