ქარელის მუნიციპალიტეტში ახალგაზრედა კაცი დააბეს და წამებით მოკლეს - შემთხვევა წუხელ ღამე მოხდა



ქარელის მუნიციპალიტეტში ახალგაზრედა კაცი დააბეს და წამებით მოკლეს - შემთხვევა წუხელ ღამე მოხდა

ქარელის მუნიციპალიტეტში 30 წლამდე ასაკის კაცი წამებით მოკლეს. შემთხვევა ზღუდერში, წუხელ გვიან ღამით მოხდა. როგორც ადგილობრივები ,,ტვ მონიტორინგთან“ საუბრისას ამბობენ, კონფლიქტი მამაკაცებს შორის, სუფრაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო, რაც მოგვაინებით სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. არსებული ინფორმაციით, კაცი სკამზე დააბეს და წამებით მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 108, 25 -108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ამავე დანაშაულში დახმარებას გულისხმობს. . უწყების ცნობით, დაკავებულია ორი პირი. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ