გორში, ცოლის თვითმკვლელოვამდე მიყვანის ფაქტზე ქმარი დააკავეს



გორში, ცოლის თვითმკვლელოვამდე მიყვანის ფაქტზე ქმარი დააკავეს

გორში ქალი ქმარმა თვითმკვლელობამდე მიიყვანა. ,,ტვ მონიტორინგის" ინფორმაციით, დაკავებული 40 წლამდე ასაკის კაცია.

საქმე ეხება, კომბინატის დასახლებაში მომხდარ ფაქტს, სადაც თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სარეცხის დაფენის დროს მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება, 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ახალგაზრდა ქალი ამ დრომდე გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის მკურნალობას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ