გორის სკოლაში მოსწავლე სცემეს - დაწყებულია გამოძიება
სისხლიანი დაპირისპირება გორის საჯარო სკოლაში. მეათე საგანმანათლებლო დაწესებულების შიდა ტერიტორიაზე ერთმანეთს თანასკოლელები დაუპირისპირდნენ. სასტიკად არის ნაცემი ერთი მოსწავლე. ინციდენტს ჩვენი გადამღები ჯგუფი ადგილზე შეესწრო. მობილიზებული იყო სასწრაფო დასმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ სკოლის ადმინისტრაციაში. რესურცენტრში კი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩვენი ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.