შიდა ქართლში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა



შიდა ქართლში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 616 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 880 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 367 130-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 592 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 557 შემთხვევა, აჭარა - 205, იმერეთი - 191, ქვემო ქართლი - 117, შიდა ქართლი - 115, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 128, კახეთი - 152, მცხეთა-მთიანეთი - 61, სამცხე-ჯავახეთი - 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 197 საიდანაც: 4 495 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 667, აჭარაში - 279, იმერეთში - 536. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 855 პირი, მათ შორის, თბილისში - 420, აჭარაში - 45, იმერეთში -197. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 183 პირი, მათგან თბილისში - 141, აჭარაში - 3, იმერეთში - 8. 1 120 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 759 - თბილისში, 334- აჭარაში. 12 582 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 70 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 9.

სულ 6 ოქტომბრიდან - 19 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 963 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 720 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 694, პირი, აჭარაში - 1 685, იმერეთში - 1 399. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 36 375 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 880 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.19 %

ასევე შეგიძლიათ იხილოთ