ექსკლუზივი: დიდი დაპირისპირება გორის მუნიციპალიტეტში - საოკუპაციო ხაზთან სპეცრაზმელებმა და ადგილობრივებმა ერთმანეთს სცემეს



ექსკლუზივი: დიდი დაპირისპირება გორის მუნიციპალიტეტში - საოკუპაციო ხაზთან სპეცრაზმელებმა და ადგილობრივებმა ერთმანეთს სცემეს

,,ტვ მონიტორინგისთვის“ საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ბერშუეთში მომხდარი დიდი დაპირისპირების შესახებ ცნობილი ექსკლუზიურად გახდა. ჩვენი ინფორმაციით, ერთმანეთს ადგილობრივებმა და სპეცრაზმელებმა სცემეს. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ადგილობრივები და სპეცრაზმელები ერთმანეთს იმ დროს დაუპირისპირდნენ, როდესაც ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა ნაკვეთში, ავტომობილით მიმავალ მოქალაქეს უხეშად მიმართა და შეაგინა. როგორც სოფელ ბერშუეთში ყვებიან, თავდაპირველად მამაკას სპეცრაზმელებმა ცემა მისსავე ავტომობილში დაუწყეს, შემდეგ კი დაპირისპირებაში სხვა ადგილობრივებიც ჩაერთვნენ და ჩხუბი სოფლის საგუშაგოსთან გაგრძელდა. ვითარება კი მას შემდეგ განიმუხტა, რაც ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი გამოჩნდა. ,,ტვ მონიტორიგისთვის“ ცნობილი გახდა, რომ დაშავებული სპეცრაზმელები მკურნალობას გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დრომდე გადიან. ადგილობრივები, მამუკა ბაშარული და ლექსო ბერიანიძე კი პოლიციამ დააკავა. ისინი გორისა და ხაშურის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი.  ჯერ-ჯერობით უცნობია რა ეტაპზეა გამოძიება და წარედგინათ თუ არა ბრალი დაკავებულებს.

,,ჩემი ძმა ბაღში მიდიოდა მანქანით, რომელსაც სპეცრაზმელებმა ცემა მანქანაშივე დაუწყეს. განა რა უთხრა ასეთი ჩემმა ძმამ, რომ ასე გაიმეტეს“ - ვითხრა ინციდენტში მონაწილეს ძმამ.

პოლიცია დეტალებზე არ საუბროს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულებს ჯგუფურად ჩადენილი ძალადოებას ედავება. დეტალებს ,,ტვ მონიტორინგის“ მთავარ გამოშვებასი ნახავთ, 19:00-ზე. 

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ