სპეცოპერაცია გორში - დაკავებულია ნარკორეალიზატორი



სპეცოპერაცია გორში - დაკავებულია ნარკორეალიზატორი

სპეცოპერაცია გორში. დაკავებულია სავარაუდო ნარკორეალიზატორი.   სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე რეგიონში ერთმანეთის პარალელურად ტარდება.

ამ დროისთვის, ნარკორეალიზაციის ბრალდებით 20-მდე პირია დაკავებული. რაც შეეხება ნარკოტიკული ნივთიერებების რაოდენობას, რომლებიც სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას ამოიღეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა საუბარია საკმაოდ დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკულ ნივთიერებებზე.

მასშტაბური სპეცოპერაციის დეტალებზე ვრცელი განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა. თეიმურაზ კუპატაძემ აღნიშნა, რომ დაკავებულების რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

"დღეს დილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის თბილისში, ფონიჭალას დასახლებაში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია 20-მდე ნარკორეალიზატორი, რომლებიც ახორციელებდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას.

დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საპოლიციო ღონისძიებები დღის განმავლობაში გრძელდება და დაკავებულების რაოდენობა კიდევ გაიზრდება," - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ