ხაშურში 40 წლამდე მამაკაცს ეძებენ



ხაშურში 40 წლამდე მამაკაცს ეძებენ

ხაშურის მუნიციპალიტეტში, 40 წლამდე მამაკაცს ეძებენ. ქალაქ ხაშურში მცხოვრები დავით ქიმერიძე სახლიდან 11 ოქტომბერს დილით გავიდა და უკან ამ დრომდე არ დაბრუნებულა. ახლობლების ინფორმაციით მამაკაცი სამსახურში უნდა მისულიყო, თუმცა იქ არ მისულა. გათიშული აქვს მობილური ტელეფონი და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. იგი დაცვის პოლიციის თანამშრომელია. ადგილობრივი აქტივისტის, ზაზა მეხრიშვილის ცნობით, გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო ღონისძიებებში ახლობლების მოთხოვნით პოლიცია ჩაერთო.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ