მორიგი პროვოკაცია საოკუპაციო ხაზთან
ამჯერად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენში შეინიშნება ოკუპანტების გააქტიურება . ადგილობრივების თქმით, სოფლის სასაფლაოსთან დაახლოებით 50 მეტრში რუსეთის ე.წ მესაზღვრეებმა გაუგებარი დანიშნულების თხრილი გაავლეს. მატი თქმით, სოფლის სასაფლაოზე მისვლა მათთვის უკვე საშიში გახდა.საოკუპაციო ძალები ბოლო ორი კვირის განმავლობაში შიდა ქართლში განსაკუთრებულად გააქტიურდნენ. ისინი უკანონო სამუშაოებს კირბალსა და მეჯვრისხევშიც ახორციელებენ და დამატებითი ტერიტორიების მიტაცებას გეგმავენ.