"სჯობს, ვინც რთველში ჩაერთვება, ორჯერადად აცრილი იყოს" - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვინც რთველში ჩაერთვება, სჯობს ორჯერადად იყოს აცრილი.
"ჩვენი მოწოდებაა, რომ შემოდგომას შევხვდეთ უსაფრთხო სკოლებით, უსაფრთხო უნივერსიტეტებით. მასობრივი იქნება ასევე რთველი, ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება. მოვუწოდებ უნივერსიტეტის სტუდენტებს და ყველა პროფესორ-მასწავლებელს შემოდგომას ორჯერ აცრილები შევხვდეთ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ რთველის პერიოდში ყველა ადამიანი აცრილი იქნება, რადგან ამ დროს ინტენსიური მუშაობაა და ადამიანებს შორის ინტენსიური კონტაქტია. სჯობს რთველის დაწყებამდე, ვინც რთველში ჩაერთვება, ყველა ორჯერადად აცრილი იყოს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.