„შემიძლია სუნთქვა“ – ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან ადამიანების ხმა ისმის



„შემიძლია სუნთქვა“ – ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან ადამიანების ხმა ისმის

 

,ბათუმელების'' ცნობით,, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც დღეს, 7 ოქტომბერს 6-სართულიანი სახლის სადარბაზო ჩამოინგრა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილი.

ადგილზე მყოფმა მაშველებმა რამდენიმე ადამიანის ხმა გაიგონეს. ნანგრევებიდან გაიგონეს ადამიანის ხმა  – „შემიძლია სუნთქვა“.

ერთ-ერთი მაშველი გავიდა კონტაქტზე ნანგრევებს შორის მოყოლილ პირთან. მაშველის კითხვაზე – „გესმის თუ არა ჩემი ხმა“ – კაცმა უპასუხა, რომ ესმის.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ