როგორი ამინდი იქნება საქართველოში 9-10 ივნისს | პროგნოზი



როგორი ამინდი იქნება საქართველოში 9-10 ივნისს | პროგნოზი

9-10 ივნისს დასავლეთ საქართველოს მთიან და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).

ასევე შეგიძლიათ იხილოთ