დღეს, ოკუპანტების მიერ ზაზა გახელაძის დაჭრიდან და გატაცებიდან ერთი წელი გავიდა - იგი ამდრომდე ე.წ ცხინვალის ციხეში უკანონო ტყვეობაში იმყოფება
11 ივლისს, ზაზა გახელაძის დაკავებიდან ერთი წელი შესრულდა. ის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარედ დააკავეს. დაკავებისას ის ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და გაიტაცეს.
საოკუპაციო რეჟიმი მას სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობასა და ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებოდა.
2021 წლის თებერვალში, ცხინვალის ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.