"არჩევნების დღეს ისევ შეიმჩნევა კოორდინატორების მობილიზება საარჩევნო უბნებთან" - საია განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამბობს, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე და საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებს გორსა და კასპში აკვირდება.
საიას თქმით, არჩევნების დღეს ისევ შეიმჩნევა კოორდინატორების მობილიზება საარჩევნო უბნებთან, რაც მანკიერი პრაქტიკაა.
"ვინაიდან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად ელექტრონულად ჩატარდება, საიას სადამკვირვებლო მისიის მიზანია, გამოავლინოს ის ხარვეზები, რომელმაც შესაძლოა არჩევნების გამართულად ჩატარებაზე იქონიოს გავლენა.
საგულისხმოა, რომ არჩევნების დღეს ისევ შეიმჩნევა კოორდინატორების მობილიზება საარჩევნო უბნებთან, რაც საიას პოზიციით, მანკიერი პრაქტიკაა," - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.