უკრაინაში საცხოვრებელ კორპუსზე საჰაერო დარტყმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

BOG


უკრაინაში საცხოვრებელ კორპუსზე საჰაერო დარტყმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ უკრაინული მედია იზიუმუს მერზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

საჰაერო დარტყმა ადგილობრივი დროით 23:59 საათზე განხორციელდა და დაღუპულებს შორის, როგორც მერი აცხადებს, მცირეწლოვნებიც არიან.

ამასთან, რამდენიმე საათით ადრე, იერიშის სამიზნე აღმოჩნდა ბუნებრივი აირის მილსადენი, რის გამოც 40 ათასამდე მოსახლე ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ