პირბადეს ვერ მოვიხსნით, ვიდრე მოსახლეობის კრიტიკული მასა არ აიცრება - ამირან გამყრელიძე
პირბადეს ჩვენ ვერ მოვიხსნით, სანამ მოსახლეობის კრიტიკული მასა არ აიცრება,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძე განაცხადა.
ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნა არ იგეგმება. მისი თქმით, 2 კვირის განმავლობაში ეპიდვითარებაზე დაკვირვება მიმდინარეობს და შემდგომი გადაწყვეტილებები ამის მიხედვით იქნება მიღებული.