ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო



ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში  მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო

დღეს სოფელ ცხრამუხაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მედიკოსების მობილური ბრიგადა ჩავიდა. მოქალაქეთა იმუნიზაციის პროცესი ცხრამუხის ამბულატორიის მედიკოსების ექიმ მანანა სვანიძისა და ექთან მაკა გოგნიაშვილის, ასევე ცხრამუხის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ოთარ ბირკაძის აქტიური ჩართულობით განხორციელდა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სოფელში საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში ჩართულობის სურვილი არაერთმა ადგილობრივმა გამოთქვა. ვაქცინაციის პროცესს დაესწრნენ შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად ქურდაძე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხაშურის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიქოვანი. მათი განცხადებით, ვაქცინაცია პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთი გზაა, ამიტომ მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მობილური ჯგუფები ცხრამუხის გარდა აცრებს სხვა სოფლებშიც ჩაატარებენ.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ