მამამ შვილის მკვევობა აღიარა - შემზარავი დანაშაული გორის მუნიციპალიტეტში
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, ცხელ კვალზე დააკავეს მამაკაცი, რომელმაც შვილი ნაჯახით მოკლა. გამოძიება 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს . დანაშაული 10 დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. ჩვენი ინფორმაციით, მამაკაცი შვილის მკვლელობას აღიარებს.
ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სობისში შემზარავი დანაშაული დღეს მოხდა. როგორც ,,ტვ მონიტორინგმა“ ექსკლუზიურად გაარკვია, მოხუცმა მამამ 39 წლის შვილი ნაჯახით საწოლში მოკლა.