"თელასმა" და "თელმიკომ" ზედმეტად დარიცხული თანხები უნდა დააბრუნონ - სემეკის გადაწყვეტილება



"თელასმა" და "თელმიკომ" ზედმეტად დარიცხული თანხები უნდა დააბრუნონ - სემეკის გადაწყვეტილება

სემეკმა "თელმიკოსა" და "თელასს"  მომხმარებლებზე ზედმეტობით დარიცხული თანხების დაკორექტირება და გადაანგარიშების შედეგად, ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება დაავალა სააბონენტო ბარათებზე.

კომპანიებს დაევალათ, აბონენტებზე დარიცხვები განახორციელონ მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისი საფეხურის ტარიფით, ასევე უნდა უზრუნველყონ გადაანგარიშების შედეგად მომხმარებლების მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის ასახვა მათ სააბონენტო ბარათებზე - ნათქვამია მარეგულირებლის გადაწყვეტილებაში.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ