პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე პარალიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანია

BOG


პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე პარალიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანია

პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე (+100 კგ) ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანია. ფინალურ შეხვედრაში ის ირანელ მოჰამადრეზა ხეიროლაზადესთან იპონით დამარცხდა.

ჩიკოიძემ ტოკიოში ასპარეზობა მეოთხედფინალიდან დაიწყო, სადაც იაპონელ კენტო მასაკის იპონით სძლია. ნახევარფინალში ჩიკოიძემ უზბეკი შირინ შარიფოვი ვაზარით დაამარცხა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ