86%-ის აზრით, საქართველოსთვის დემოკრატია ძალიან მნიშვნელოვანია - IPSOS-ის კვლევა
მოსახლეობის 86% ფიქრობს, რომ საქართველოსთვის დემოკრატია ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ IPSOS-ის კვლევის შედეგებშია საუბარი.
რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატია საქართველოსთვის - კითხვაზე პასუხები ასე ნაწილდება:
- ძალიან მნიშვნელოვანი - 86%
- ზომიერად მნიშვნელოვანი - 12%
- არ არის მნიშვნელოვანი - 2%
კვლევა ჩატარებულია "მთავარი არხის" დაკვეთით ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ. გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 7-დან 17 ივნისის ჩათვლით. სულ პირისპირ გასაუბრებით გამოკითხა 18 წელს ზემოთ ასაკის ათასი რესპოდენტი, რომლებიც შემთხვევითი პრინციპით იქნენ შერჩეულნი. მონაცემების ცდომილების ზღვარი +/- 3%-ია.