ხაშურისა და ქარელში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოავლინეს - მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 10 ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნული ინფორმაცია გარემოს ზედამხედველობითი დეპარტამენტის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში შეჩერებული 3 მანქანის მძღოლი, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა 15 მ3-მდე პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებას. ავტომანქანები დაილუქა. ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტში მოქალაქეების მიერ, 3 ერთეული ფიჭვის სახეობის მორის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოვლინდა.
ტყითსარგებლობის უკანონო ფაქტი გამოვლინდა თიანეთის მუნიციპალიტეტში, სადაც მოქალაქემ 2 ძირი წიფლის სახეობის ხე, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე მოჭრა.
დუშეთისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში შეჩერებული 4 ავტომანქანის ძარაზე, ჯამში 8 მ3-მდე სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქანი იყო განთავსებული.