23 ივნისს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი გორის მუნიციპალიტეტეტს ეწვევა



23 ივნისს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი გორის მუნიციპალიტეტეტს ეწვევა

23 ივნისს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი საქართველოს რეგიონებისთვის ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერის წარმოსაჩენად გორს და წყალტუბოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

ელჩი ჰარცელი მოინახულებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მდებარე ხორბლის ნაკვეთს.

„ევროკავშირმა და გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციამ (FAO) ფერმერ გელა გონიაშვილს გადასცეს ტექნიკა და ჩაუტარეს შესაბამისი ტრენინგი მის საკუთრებაში არსებული 5 ჰა ფართობის ნაკვეთზე მიწის ნულოვანი დამუშავების მეთოდით ხორბლის მოსაყვანად. აღნიშნული მეთოდი ბევრად ეკონომიურია, უკეთესია გარემოსათვის და იძლევა ტრადიციული მეთოდით მოყვანილის ანალოგიურ ან უკეთესი ხარისხის ხორბალს. ელჩი ჰარცელი შეხვდება ფერმერ გელა გონაშვილს და დაათვალიერებს ხორბლის ნაკვეთს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, ელჩი ჰარცელი ესტუმრება წყალტუბოს და შეხვდება ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილ წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფს. ადგილობრივი განვითარების ჯგუფი აერთიანებს ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს, ადგილობრივი პრიორიტეტების განსაზღვრისა და აღნიშნული პრიორიტეტების შესაბამისი ინიციატივებისათვის დაფინანსების განაწილების მიზნით.

ელჩი ასევე შეხვდება წყალტუბოს განვითარების ჯგუფის მიერ შერჩეულ და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ადგილობრივ განვითარების ინიციატივებს, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთ პროდუქციას: თაფლი, ღვინო, პური, ბატიკური რეწვა და სხვა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ