შიდა ქართლის რეგიონს ახალი გუბერნატორი ჰყავს



შიდა ქართლის რეგიონს ახალი გუბერნატორი ჰყავს

შიდა ქართლის რეგიონს ახალი გუბერნატორი ჰყავს. ვალერიან მჭედლიძე ამ თანამდებობაზე პრემიერ მინისტრა ცოტა ხნის წინ წარადგინა. რეგიონის გუბერნატორის პოსტს დღემდე მამუკა საღარეიშვილი იკავებდა, რომელიც გიორგი გახარიას კადრად მოიაზრებოდა.

წარმოშობით გორელი ვალერიან მჭედლიძე დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარედ მუშაობდა. 

პროფესიული გამოცდილება:

2015-2018- საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის უფროსი

2011-2015– წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსად.

ვალერიანს აქვს საერთაშორისო ბიზნესის და საერთაშორისო ვაჭრობის დიპლომი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ჰიდრომელიორაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან. მას გავლილი აქვს მენეჯმენტის უნარების, ლიდერობისა და ცვლილებების მენეჯმენტის, პროექტის მენეჯმენტის, ადმინისტრაციული უნარ-ჩვევების, ანალიტიკური უნარების ადგილობრივი მმართველობის კანონები და საკითხები, წყლის მენეჯმენტი და სარწყავი კურსები.

რეგიონის გუბერნატორის პოსტს დღემდე მამუკა საღარეიშვილი იკავებდა, რომელიც გიორგი გახარიას კადრად მოიაზრებოდა.  საღარეიშვილმა გიორგი ხოჯევანიშვილი შეცვალა. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ