IRI-ის კვლევა შიდა ქართლის რეგიონის მიხედვით - იქნება თუ არა თავისუფალი და სამართლიანი თვითმართველობის არჩევნები



IRI-ის კვლევა შიდა ქართლის რეგიონის მიხედვით - იქნება თუ არა თავისუფალი და სამართლიანი თვითმართველობის არჩევნები

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის", (IRI) ახალი კვლევის თანახმად შიდა ქართლში განმოკითხულთა 14 % ფიქრობს, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება. გამოიკითხულთა 23%-მა კი გამოკითხვისას საწინააღმდეგო მოსაზრება დააფიქსირა.

თვითმართველობის არჩევნები რომ მეტნაკლებად თავისუფალი და სამართლიანი იქნება მოსახლეობის 24% მიიჩნევს. გამოკითხულთა 25% კი ამბობს რომ არჩევნები მეტნაკლებაბად არათავისუფალი და უსამართლო იქნება.

იქნება თუ არა თავისუფალი და სამართლიანი არჩვნები, კვლევისას კითხვას, არვიცი ან პასუხი არ მაქვს ასე მოსახლეობის  გამოკითხულთა 14% უპასუხა.

კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“- ის მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.  

ასევე შეგიძლიათ იხილოთ