,,ორჯერ გაუჩერდა დედას გული, შვილს კი თავის ქალაზე იმდენად მძიმე დაზიანებები ჰქონდა, ვერ გადავარჩინეთ" - ტრაგედია ხაშურის მუნიციპალიტეტში



,,ორჯერ გაუჩერდა დედას გული, შვილს კი თავის ქალაზე იმდენად მძიმე დაზიანებები ჰქონდა, ვერ გადავარჩინეთ" - ტრაგედია ხაშურის მუნიციპალიტეტში

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხაშურის მუნიციპალიტეტში დედა-შვილი გარდაიცვალა. ,,ტვ მონიტორინგის" ინფორმაციით, ერთი ოჯახის 6 წევრი, ავტოკატასტროფაში მოყვა. ტრაგედია გომის გზაზე დღეს დილით მოხდა. დაშავებულები გორმედში გადაიყვანეს, თუმცა დედა-შვილის გულის ამუშავება, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო ვერ შეძლეს. არსებული ინფორმაციით, დაშავებულები სოფელ გომიდან იყვნენ. 

 

,,ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს დაშავებულები. დედას ლიფტშივე გაუჩერდა გული, თუმცა პირველ ეტაპზე ამუშავება შევძელით, მაგრამ საბოლოოდ პაციენტი მიღებული უმძიმესი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. რაც შეეხება ბავშვს, მას თავის ქალის დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა." - ამბობენ გორმედში

მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ასევე შეგიძლიათ იხილოთ