გორში გირჩი - მეტი თავისუფლების სიის მეორე ნომერი ნიკა წიქარიძე იქნება
გორში პოლიტიკური პარტია ,,გირჩი მეტი თავისუფლების" სიის მეორე ნომერი ნიკა წიქარიძე იქნება. მისი თქმით თუ გორელები, თვითმართველობის არჩევნებზე, 45 ნომერს შემოხაზავენ ეს ქვეყანას მეტ თავისუფლებას და განვითარებას მოუტანს.
,,მეგობრებო, მოხდა ისე, რომ ბოლო წლების მანძილზე, იდეას რომელსაც მხარს ვუჭერდი არჩევნებზე და რომელი იდეებიც ყველაზე ახლოს დგას ჩემს პიროვნებასთან, შეხედულებებთან და ალბათ ყველაზე ინოვაციური მოძრაობაა დღეს საქართველოში, ამ პარტიის სიის მეორე ნომერი ვიქნები, ჩემს მშობლიურ ქალაქ გორში. ამასთან, წარმატებას ვუსურვებ გირჩი - მეტი თავისუფლება-ს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა ქალაქსა და სოფელში და ვუსურვებ ჩვენს საზოგადოებას ამ ქვეყნის ისტორიული მისიის განხორციელებას, მეტ თავისუფლებას და მეტ განვითარებას." - წერს წიქარიძე სოციალურ ქსელში.