10 საინტერესო და უცნობი ფაქტი სერიალ "მეგობრებზე"
"Friends", იგივე "მეგობრები", ამერიკული სიტკომია, რომელიც მანჰეტენზე მცხოვრები 6 საუკეთესო მეგობრის ცხოვრებას 10 სეზონში, ანუ 236 ეპიზოდში ასახავს. სერიალი 1990-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო პროექტი გახდა და უამრავი ჯილდო, მათ შორის სამი "ემი" მიიღო.
1. სანამ ყველა სახელ "მეგობრებზე" შეთანხმდებოდა, სიტკომის სახელად განიხილებოდა "კაფე ინსომნია", "ჩვენნაირი მეგობრები" და "ერთი ექვსად".
2. სერიალის დასაწყისი (ქუდი) ნიუ-იორკში კი არა, კალიფორნიაში, Warner Bros-ს სტუდიაშია გადაღებული.
3. კორტნი კოქსი სინამდვილეშიც თავის პერსონაჟს ჰგავს. 1995 წელს შოუს ერთ-ერთმა შემქმნელმა მართა ქოფმანმა The Los Angeles Times-ს უთხრა, რომ კოქსს ყველაზე კოპწია ოთახები ჰქონდა. მოგვიანებით კორტნიმ თავადაც აღიარა, რომ სისუფთავეზე გიჟდება.
4. სერიალში თავიდან 4 მეგობარი უნდა ყოფილიყო. ფიბისა და ჩენდლერს მეორეხარისხოვანი როლი უნდა შეესრულებინათ.
5. საშუალოდ, "მეგობრების" ერთი ეპიზოდის გადაღებას 5 საათი სჭირდებოდა.
6. კოფმანის თქმით, სცენარის მიხედვით, მონიკა და ჯოუი ერთად უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ჩენდლერისა და მონიკას წყვილმა ისე აღაფრთოვანა მაყურებელი, რომ გეგმები შეიცვალა.
7. ყოველი ეპიზოდის წინ ექვსივე მეგობარი ერთად იკეტებოდა ოთახში სარეპეტიციოდ. ამ დროის განმავლობაში ოთახში ისინი არც ერთ ადამიანსა და კამერას არ უშვებდნენ.
8. კორტნი კოქსს თავიდან რეიჩელის როლის შესრულება სთხოვეს, მაგრამ, როგორც ნამდვილ მონიკას შეეფერება, მან განაცხადა, რომ სცენარის მიხედვით მონიკას პერსონაჟი უფრო იყო, ვიდრე რეიჩელის.
9. ლიზა კუდროუს თავიდან გიტარაზე დაკვრა სძულდა. მან სცენარისტებს ისიც კი შესთავაზა, რომ დოლზე დაუკრავდა.
10. მიუხედავად იმისა, რომ მონიკა როსის უმცროსი დის როლს ასრულებს, ნამდვილ ცხოვრებაში კორტნი კოქსი დევიდ შვიმერზე უფროსია.