10 საინტერესო ფაქტი სიკვდილის შესახებ
გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს, რომელიც სიკვდილს უკავშირდება
1. თანამედროვე პოპ-კულტურაში ხშირად ვხვდებით უკვდავ არსებებს, მაგალთად სისხლის მსმელ ვამპირებს ან სუპერგმირებს, თუმცა რეალურ სამყაროში, რა თქმა უნდა ეს მხოლოდ ადამიანის წარმოსახვის ნაწილია. მიუხედავად ამისა, დედამიწაზე შეგიძლიათ რეალურად შეხვდეთ უკვდავ არსებას და სხვათაშორის, მარტივად შესაძლებელია, რომ თქვენ ის უკვე ნანახი გყავთ. საუბარია მედუზაზე. ის ერთადერთი არსებაა, რომელსაც წლების მატება არ ადარდებს. მედუზები დაბერებით არ კვდებიან.
2. ალბათ ერთხელ მაინც გიფიქრიათ როგორია გარდაცვალება, მაგრამ ამის წარმოდგენა მართლაც რომ არაა მარტივი საქმე. სამაგიეროდ კოტარის სინდრომით დაავადებული ადამიანები, დარწმუნებულნი არიან, რომ ისინი უკვე გამოეთხოვნენ სიცოცხლეს. ეს იშვიათი ფსიქოლოგიური სინდრომია, რომლის დროსაც ადამიანი იმდენად მწვავე დეპრესიაშია, რომ საკუთარი თავის გარდაცვალების სჯერათ.
3. მაშინ, როდესაც ერთი ადამიანის გარდაცვალებას მისი ახლობლები გლოვობენ, სხვაგან ახალი სიცოცხლის მოვლინება უხარიათ. თუ ამერიკის ცენტრალური დაზვერვის ფაქტების წიგნს დავუჯერებთ, დღის განმავლობაში ორჯერ მეტი ადამიანი იბადება, ვიდრე კვდება.
4. ქართული სიტყვა გარდაცვალება, რომლის უნიკალურობასაც ხშირად აღნიშნავენ ხოლმე სუფრებზე, მართლაც საინტერესო ლინგვისტური ფენომენია. სხვადასხვა რწმენის მქონე ადამიანებს, სიკვდილის შემდგომი არსებობის შესახებ განსხვავებული წარმოდგენები აქვთ, მაგრამ როგორც ჩანს, კომპანია LifeGem-ში სიტყვა გარდაცვალების მნიშვნელობა პირდაპირი გაგებით ესმით და ისინი ადამიანის ფერფლის ბრილიანტად გარდაქმნით ცდილობენ მიცვალებულის უკვდავყოფას.
5. იაპონელები რომ უცნაური ხალხია ამის შესახებ იცით. როგორც ჩანს, მხოლოდ ქართველებს არ გვაქვს სიკვდილთან დაკავშირებული საინტერესო ლინგვისტური ფენომენი. იაპონური სიტყვა, რომელიც გამოითქმის როგორც "კოდოკუში", აღნიშნავს მოვლენას, როდესაც ადამიანი იღუპება სრულიად მარტო და მის გვამს დიდი ხნის შემდგომ პოულობენ.
6. როგორც თავში აღვნიშნეთ, პოპ-კულტურაში ხშირად ვხვდებით გმირებს, რომლებსაც სიკვდილის არ ეშინიათ, რადგან ისინი უბრალოდ უკვდავები არიან. ჩვენ კი, მოკვდავებს, ამაზე ფიქრში ხშირად დაგვთენებია და მიუხედავად იმისა, რომ რთულად, მაგრამ მაინც ვეგუებით შეუცნობლის გარდაუვალობას, არსებობენ ადამიანები ვინც სიკვდილის დამარცხება გადაწყვიტეს და ამას არც მეტი, არც ნაკლები კომპანია Google-ის მიერ 2013 წელს დაარსებულ კომპანია Calico-ში ცდილობენ. "უკვდავების წყაროს" მოსაძებნად ამჯერად არა ზღაპრის გმირები, არამედ მეცნიერები "გაემართნენ" და რადგან მათ ზურგს უზარმაზარი ამერიკული კორპორაცია უმაგრებს, ფინანსებზე ზრუნვა ნამდვილად არ უწევთ.
7. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის გამოთვლით, ყოველი 8 ადამიანის გარდაცვალებიდან, 1 გარემოს დაბინძურებასთან იქნება დაკავშირებული. ასე რომ, სანამ პლასტმასის ბოთლს გაქანებული მანქანის ფანჯრიდან მოისვრით, გაიხსენეთ ეს ფაქტი და მიხვდებით, რომ ადამიანების მთავარი მტერი, სწორედ ადამიანია.
8. აღმოჩნდა, რომ ექიმები სპეციალურ კურსებს გადიან იმისთვის, რომ მათი კალიგრაფია ლურსმულ დამწერლობას დაემსგავსოს. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობაა, თუმცა იმაზე უწყინარი ვიდრე ექიმების კალიგრაფიაა. აშშ-ს მეცნიერების ნაციონალურ აკადემიის ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, 2006 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, წლიურად 7 000-მდე ადამიანი იღუპება ცუდი კალიგრაფიის გამო. ასე, რომ თუ გამოწერილი რეცეპტის გაშიფრვა გიჭირთ, გადამოწმება ნუ მოგერიდებათ.
9. გიფიქრიათ რას იგრძნობთ გარდაცვალების მომენტში? სჯობს იფიქროთ რას მოისმენთ, რადგან სმენა, როგორც აღმოჩნდა უკანასკნელი შეგრძნებაა რასაც ადამიანი სიკვდილისას განიცდის. მართალია ამ ფაქტს ვერავინ დაგიდასტურებთ, ელექტროენცეფალოგრამის დახმარებით ჩატარებული დაკვირვებების გარდა, მაგრამ ასევე ვერც ვერავინ უარყოფს.
10. ზვიგენების გეშინიათ? მაშინ უნდა იცოდეთ, რომ წესით, სწორედ მათ უნდა ეშინოდეთ თქვენი (ადამიანების), რადგან დიდი ალბათობით ადამიანის ზვიგენთან შეხვედრა, ამ უკანასკნელის საიქიოში გამგზავრებით დასრულდება. წლის განმავლობაში, ზვიგენის მსხვერპი დაახლოებით 12 ადამიანი ხდება, ხოლო ადამიანი საშუალოდ 11,417 ზვიგენს კლავს წლიურად.
წყარო: msn