ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა დღევანდელი პუერტო რიკო. მეორე დღეს მან კუძულის მიწაზე დადგა ფეხი და მას სან ხუან ბატისტა დაარქვა.
ქრისტეფორე კოლუმბი (ესპ. Cristóbal Colón, იტალ. Cristoforo Colombo, პორტ. Cristóvão Colombo, ლათ. Christoferus Columbus) (დ. დაახ. 31 ოქტომბერი, 1451, გენუა, იტალია — გ. 20 მაისი, 1506, ვალიადოლიდი, ესპანეთი) — იტალიელი მეზღვაური-მკვლევარი ესპანეთის მეფის სამსახურში. თავისდაუნებლიედ ამერიკის აღმომჩენი.
კოლუმბმა პირველმა გადაცურა ატლანტის ოკეანე სუბტროპიკულ და ტროპიკულ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს პოლუსში და პირველმა ევროპელებიდან შეცურა კარიბის ზღვაში. მან დაუდო სათავე სამხრეთ ამერიკის მიწებისა და ჩრდილოეთ ამერიკის ყელის აღმოჩენას. მან აღმოაჩინა ყველა დიდი ანტილის კუნძული, ბაჰამის არქიპელაგის ცენტრალური ნაწილი, პატარა ანტილიის კუნძულები (დომინიკიდან ვირჯინიის კუნძულების ჩათვლით), ასევე მთელი რიგი პატარა კუნძულებისა კარიბის ზღვაში და კუნძული ტრინიდადი სამხრეთ ამერიკის სანაპიროსთან.
სულ კოლუმბმა დაასრულა 4 მოგზაურობა: