გორში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს

BOG


გორში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შიდა ქართლში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად  ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქრო, მოქალაქეს, ქალაქ გორში, სასაწყობე ფართში ჰქონდა განთავსებული. დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ტერიტორიიდან ასევე ამოღებულია 32 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მორი.

გამომდინარე იქიდან, რომ ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ