ქალმა ქმარს რუსი ოკუპანტების მხარდაჭერის გამო, ტაფით სცემა და გათიშა



ქალმა ქმარს რუსი ოკუპანტების მხარდაჭერის გამო, ტაფით სცემა და გათიშა

 ყირიმში მცხოვრებმა ქალმა ქმარს ტაფით სცემა, ხოლო მას შემდეგ, რაც კაცმა გონება დაკარგა, თავი ნაგვის ურნაში ჩააყოფინა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჩხუბის მიზეზი ის გახდა, რომ კაცი უკრაინაში რუსეთის ომს უჭერდა მხარს

ქალმა ბაღის ნიჩბით დაჭრა Z და V სიმბოლოები სახლსა და ეზოში. გარდა ამისა, ასეთივე სტიკერების წაშლის მიზნით ქმრის ავტომობილს ბენზინი გადაასხა

როგორც Unian- წერსგონზე მოსვლის შემდეგ, კაცმა პოლიციაში ცოლის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ის ცოლის მიმართ "ზომების მიღებას" ითხოვდა და აცხადებდა, რომ ქალი მათ საერთო შვილს "ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობდა".

ოლეგი, რომელიც სევასტოპოლიდან არის, სვეტლანას სამი წლის წინ შეხვდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ისინი დაქორწინდნენ. წყვილს შორის უთანხმოება 24 თებერვალს დაიწყო, მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარი უკრაინაში შეიჭრა

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ