ცნობილია საგამოცდო ქუჩები გორში - მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა



ცნობილია საგამოცდო ქუჩები გორში - მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა

თუ მართვის უფლების მიღების გამოცდის ჩაბარებას გორში აპირებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით წინასწარ დამტკიცებული 2 მარშრუტიდან ერთ-ერთს გაივლით.  გამოცდის მეორე ეტაპის ჩასაბარებლად, მსურველებს არანაკლებ 25 წუთის განმავლობაში მოუწევთ იმ კონკრეტული მარშრუტით გადაადგილება, რომელიც საკანონმდელო მაცენში უკვე აიტვირთა.  

                                                                                                                                                                                                                          1

მომსახურების სააგენტო, გორიჯვრის ქუჩა, თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალი , ცხინვალის გზატკეცილი, 26 მაისის სანაპირო ,  დავით გურამიშვილის ქუჩა , დიმიტრი ამილახვრის ქუჩა ,  სამეფო ქუჩა , ილია ჭავჭავაძის გამზირი , სტალინის გამზირი , ფარნავაზის ქუჩა , ილიკო სუხიშვილის ქუჩა ,  მომსახურების სააგენტო.

                                                                                                                                                                                                                          2

მომსახურების სააგენტო ,  გორიჯვრის ქუჩა ბოლომდე და წრიულით უკუმიმართულება, ილიკო სუხიშვილის ქუჩა , თბილისის ქუჩა , ფარნავაზის ქუჩა , ქუთაისის ქუჩა , სტალინის გამზირი ,  ჭავჭავაძის გამზირი ,  გურამიშვილის ქუჩა , 26 მაისის სანაპირო , ცხინვალის გზატკეცილი ,  თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალი , გორიჯვრის ქუჩა ,  ილიკო სუხიშვილის ქუჩა ,  მომსახურების სააგენტო.

ცნობისთვის, მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარება დღეიდან სავალდებულო გახდა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ