გორში, შშმ პირების მონაწილეობით სპექტაკლი გაიმართება



გორში, შშმ პირების მონაწილეობით სპექტაკლი გაიმართება

გორში, ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ ნოდარ დუმბაძის ,,ჰელადოს“ - ის მიხედვით სპექტაკლს გამართავს შშმ პირების მონაწილეობით.
დასის 42 წევრიდან, 21 შშმ მსახიობია. წარმოდგენას 19 მარტს, 16:00 საათზე, კომბინატის კულტურის ცენტრის მცირე დარბაზი უმასპინძლებს (მშვიდობის გამზირი #5).
ღონისძიება დასწრება თავისუფალია. სპექტაკლი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს უკავშირდება, რომელიც 21 მარტს აღინიშნება

ასევე შეგიძლიათ იხილოთ