ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ
13 ოქტომბერს საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი ჩაინიშნა. ამის შესახებ "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა:
"ამ ტუპოი პროკურორებმა ხომ ვერ ისწავლეს ჩემი კალენდარი მე-14-ე წელია. ხვალ რომ მინიშნავთ სასამართლოს, ხომ უნდა ნახოთ რომ ცალკე ჩიტოვიჩის დაბადების დღეზე ვარ მისასვლელი და ცალკე ჩემი დის. რამდენად გავიჭრა აღარ ვიცი",- წერს ირაკლი ოქრუაშვილი Facebook-ზე.
ცნობისთვის, ბუტა რობაქიძის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დადანაშაულებული მაშინდელი შს მინისტრი 15 წლის შემდეგ უნდა გაასამართლონ.