კასპში 1 პირი მოკლეს, 2 კი დაჭრეს - მკვლელობის დეტალები



კასპში 1 პირი მოკლეს, 2 კი დაჭრეს - მკვლელობის დეტალები

 არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ახალგაზრდა მოკლულის ნათესავია.

მკვლელობა სოფელ ახალსოფელში მოხდა. ცივი იარაღით მოკლეს 50 წლამდე მამაკაცი გიორგი გაბაძე, ხოლო ასევე ცივი იარაღითაა დაჭრილი კიდევ ორი პირი, რომლებიც საავადმყოფოში არიან და მათი მდგომარეობა მძიმეა. 

არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ კონფლიქტი უძღოდა, მონაწილე პირები კი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

შსს-მ გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ჯერჯერობით დაკავებული არავინაა. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ