ქარელის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.
ქარელის მუნიციპალიტეტში შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე, ჯამში 12 მ3-მდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული.
,,მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. ავტომანქანები დაილუქა." - ნათქვამია გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.