ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათში ახალი საჯარო სკოლა შენდება



ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათში ახალი საჯარო სკოლა შენდება

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათში ახალი საჯარო სკოლა შენდება.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება,

რაზეც 2 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული.

სკოლის სამშენებლო სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე

სიმონ გულედანი ხაშურის მუნციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან

ზვიად ქურდაძესთან ერთად გაეცნო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის საძირკველის მოწყობა,

ჯამში 6 250 კვადრატულ მეტრზე, პროექტის ფარგლებში, აშენდება თანამედროვე ტიპის სკოლა და სპორტული მოედანი. მშენებლობა 2022 წლისთვის დასრულდება.

ქინძათის საჯარო სკოლაში 100-მდე მოსწავლე სწავლობს და 22 პედაგოგია დასაქმებული. ახალი სკოლა სამ სოფლელს მოემსახურება.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ